საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსთან - ალი ფიდანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ასევე დაესწრო ქალაქ ანკარაში გამართულ შიდა უსაფრთხოების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას.თურქეთის რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - დავით კიკნაძე.

✕