გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მის გაგრძელებაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით მოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლების მისაღწევად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა მისიის დასახურავად ნაბიჯების გადადგმისა“, - აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ.
ამასთან, ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის განცხადებით, ეუთო დაუყოვნებლივ დაიწყებს ოპერატიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ნაბიჯებს მისიის რაც შეიძლება პასუხისმგებლობით და ეკონომიურად დახურვის მიზნით, მისიის წევრების უსაფრთხოება კი პრიორიტეტად რჩება.
უკრაინაში ეუთოს მისიამ მუშაობა 2014 წელს დაიწყო. ორგანიზაციის დამკვირვებლების ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა თებერვლის ბოლოს, რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა, თუმცა ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილი კვლავ რჩება უკრაინაში.