დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ „ომის ჩრდილი დაეცა მოლდოვას“
„ომი ფართოვდება, ის არ იქნება შეკავებული არც "სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში და არც უკრაინის საზღვრებში. მან ძალიან სერიოზული ჩრდილი მიიტანა და ამ ჩრდილში ჩანს ხანძრის გაჩენა", - განაცხადა მან.
არესტოვიმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთში აეროდრომი მზადდება რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო დაშვებისთვის.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში, იქიდან ჩამოაგდოს თვითმფრინავები,
„ეს დამოკიდებულია სად და როგორ მოხდება, ეს დამოკიდებულია პირობებზე", - თქვა მან.
იქამდე, არსეტოვიჩამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, შეიძლება, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.