„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ყველა საარჩევნო უბანი მაღალი სტანდარტების დაცვით მზადაა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777-ზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, ცესკო მზად არის მაღალპროფესიულ დონეზე განახორციელოს არჩევნების ადმინისტრირება. შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 513 818-ს შეადგენს.
„არჩევნებამდე 1 დღე რჩება და ინსტიტუციამ მთელი წლის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირების მიზნით განახორციელა მასშტაბური სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, როდესაც ამომრჩევლის 90%-ის შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული ტექნოლოგიური საშუალებებით სერვისის მიწოდება, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტის შემთხვევაში იქნება ტრადიციული წესი. რამდენიმე დღის წინ განხორციელებულმა პილოტმა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ტექნოლოგიური საშუალებების გამართულობის შემოწმება, მოგვცა იმის თქმის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.