„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო...“ - რას ამბობს დაკარგული გოგონას დედა
1744712875
საქართველოსთან ურთიერთობებს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.
„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ ეპოქაში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და, ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებსა და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. აქვე, ალიევმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც აღნიშნა.
„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდ ცნობილია. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.