„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დანიაში იმყოფება. მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.
პრემიერი დღეს სიტყვით გამოვა დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა "ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირებაა." ეკონომიკური უსაფრთხოების გარდა, შეკრებილები ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ. მთავრობის მეთაური უკვე დაესწრო დანიის მეფისა და დედოფლის სახელით ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს.
"პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით. როგორც იცით, ჩვენთვის ეკონომიკა არის პრიორიტეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს", - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.