„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ზელენსკის თქმით, ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს ელექტროენერგია სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა..
მან აღნიშნა, რომ ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე იყო, ვიდრე უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა და სპეციალისტებმა სასწრაფოდ არ აღადგინეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
„არ შეიძლება, რუსებს არ სცოდნოდათ, რომ სლავუტიჩის ობიექტებზე დარტყმას ასეთი შედეგები მოჰყვებოდა ჩერნობილისთვის. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა, რომლისთვისაც გამოიყენეს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.