მეცნიერებმა ოკეანეს სიღრმეში სიცოცხლის უჩვეულო ფორმები აღმოაჩინეს

ოკეანე

 მოლუსკების ფენები, ყინულის მსგავსი ბაქტერიებისგან შემდგარი ხალიჩები და ჭიების მინდვრები - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია სიცოცხლის იმ ექსტრემალური ფორმებისა, რომლებიც მსოფლიო ოკეანეს სიღრმეში ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს.

ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა სიცოცხლის ეს უჩვეულო ფორმები წყნარი ოკეანეს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, 9 კილომეტრის სიღრმეზე პილოტირებული წყალქვეშა აპარატის Fendouzhe მეშვეობით გადაიღო, რომელსაც 10 კილომეტრის სიღრმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.

 მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ასეთ სიღრმეზე სიცოცხლე შესაძლებელია, თუმცა ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას საოცარს უწოდებენ.

ეს ცხოველები სრულ სიბნელეში და უზარმაზარი წნევის ქვეშ ცხოვრობენ. მზის შუქის გარეშე ცოცხალი ორგანიზმები ქიმიური ნივთიერებებით იკვებებიან, მაგალითად, გოგირდწყალბადითა და მეთანით, რომლებიც დედამიწის ქერქის ნაპრალებიდან ჟონავს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აქამდე უცნობი სახეობებიც დააფიქსირეს. ახლა სპეციალისტებს სურთ გაარკვიონ, როგორ გარდაქმნიან ეს არსებები ქიმიური ნივთიერებებს სიცოცხლისთვის აუცილებელ ენერგიად.

მეცნიერების აღმოჩენას ეჭვის ქვეშ აყენებს ძველ წარმოდგენებს ასეთ სიღრმეზე და ასეთი წნევის ქვეშ სიცოცხლის შესახებ. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ ამ ცოცხალი ორგანიზმების კოლონიები ფართოდ არის გავრცელებული და იშვიათობას არ წარმოადგენენ.

 აქამდე ოკეანის ყველაზე ღრმაწყლოვან ბინადრად თევზი-ლოკოკინა ითვლებოდა, რომელიც 2023 წელს, იაპონიაში 8 336 კილომეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს.