1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებას შეეხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილიც.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაა დაანონსებული.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლენის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა, რადგან მას მიაჩნდა, რომ აღნიშნული ხელისუფლების შეცდომა იყო.