„ერთი დაღუპული 12 წლის ბიჭია...“ - საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
1750950087
საპროცედურო კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირისთვის გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა განმარტა, მანამდე კომიტეტი მოამზადებს დასკვნას და ამის მიხედვით გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები.
„ვამთავრებთ სასესიო კვირას და მთლიანად საგაზაფხულო სესიას. დარჩენილი გვაქვს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ცალკეულ პირთა, პარლამენტის წევრთა მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ადრეც გვქონდა საუბარი. ამასთან დაკავშირებით გვექნება კომიტეტი. მოგეხსენებათ, დღემდე არსებული ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მხრიდან არასაპატიო მიზეზით ხდება გაცდენა, ანუ დარღვევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის. ეს კიდევ ერთხელ მოწმდება ჩვენი კომიტეტის მიერ, რომ არსად, რაიმე ფორმით არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება. კონკრეტული შემოწმება იქნება 12 დეპუტატიდან ყველა პირის მიმართ, რამდენად არის მათი მხრიდან დარღვეული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ტექნიკური თვალსაზრისით გვევალება ჩვენს კომიტეტს ამ საკითხის შემოწმება და დასკვნის გაკეთება. შესაბამისად, ჩვენ სავარაუდოდ ორშაბათს გვექნება ამ საკითხზე კომიტეტი. გთხოვთ დასწრებას და იქ უკვე ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, მოკვლევის როგორი შედეგებიც გვექნება. წინ და წინ ამ საკითხზე მაინც არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.