„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა 0°-მდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1761594112
ამ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მმართველ ძალის მაჩვენებელი დღეს დაახლოებით, 60-პროცენტამდეა.
„2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა. მნიშვნელოვანი წელი იქნება, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მომავალ წელსაც ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.
ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60 პროცენტამდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, - აღნიშნა კობახიძემ.