"სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ ის საბოლოოდ დარწმუნდა, მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება" - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მათ არავითარი რესურსი არ გააჩნია", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი, ცდილობს რაიმე დასაყრდენი იპოვოს და ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, განსაკუთრებით ზუგდიდში გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ საბოლოოდ დარწმუნდა, მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მათ არავითარი რესურსი არ გააჩნია. ის, როგორც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი ცდილობს რაიმე დასაყრდენი იპოვოს და ამ არარსებულ ძალას სათავეში ჩაუდგეს. თუმცა, როდესაც ხედავს, რომ ეს არ გამოდის ისევ აგრძელებს კონსულტაციებს რადიკალურ ოპოზიციასთან.

როგორც აქამდე, არავითარი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა, არავითარი შედეგი მათ მავნებლურ საქმიანობას არ მოუტანია, ანალოგიურად, არავითარ სერიოზულ ნაბიჯებს მათგან არ ველოდები, შეუძლებელიც არის იმიტომ, რომ ისინი ყველანაირი რესურსისგან არიან დაცლილნი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.