,,სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით“ - რატი ბრეგაძე

ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან პირდაპირ ჩართვაში განმარტა, რომ სააკაშვილის ე.წ. მძიმე მეტალებით მოწამვლის თემა იყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და მსჯავრდებულის უკანონოდ თავისუფლების მოპოვებას და ეს მილიონდოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა.

„მთელი ეს ისტორია მიუთითებს ნათლად იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული მთელ ამ კამპანიაზე, რომელიც მიზნად იასახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ რაიმე სახით სააკაშვილმა მოიპოვოს უკანონოდ თავისუფლება და, ამავდროულად, დააზარალოს სახელმწიფო. ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, ხოლო  მათი თითოეული ქმედების უკან არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, რაც  არაერთხელ დადასტურდა მრავალი ფაქტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.