1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან პირდაპირ ჩართვაში კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო მილიონდოლარიანი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში, და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და, მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.