სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

მიხეილ სააკაშვილი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ სამსახურის მიერ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენდა შემდეგი საკითხები: ჰქონდა თუ არა ადგილი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებისას, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს; იყო თუ არა დაცული №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება - ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა პატიმართა მხრიდან მის მიმართ ვერბალურ აგრესიას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას; იყო თუ არა №18 სამკურნალო დაწესებულება ექიმთა კონსილიუმის მოთხოვნებთან შესაბამისი; იყო თუ არა ადეკვატური პენიტენციურ დაწესებულებაში მ. სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა - ჩაუტარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, დაენიშნა თუ არა მას შესაბამისი მკურნალობის კურსი და მკურნალობა განხორციელდა თუ არა სათანადოდ.

ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები:

გამოიკითხა 168 პირი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, №8 და №18 დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ექიმთა კონსილიუმების წევრები, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე სამჯერ გამოიკითხა თავად მიხეილ სააკაშვილი;

დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ასევე,№18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების საკანი და დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურა;

მიხეილ სააკაშვილისგან ამოღებულია ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2021 წლის 8 ნოემბერს№12 პენიტენციური დაწესებულებიდან№18 ბრალდებულთა დამსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას;

მოწმის სახით გამოკითხული სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლისგან, რომელიც მობილური ტელეფონით ახორციელებდა №18 დაწესებულებაში  მ. სააკაშვილის  გადაყვანის ფაქტს, ამოღებულია აღნიშნული მობილური ტელეფონი;

სპეციალურიპენიტენციურისამსახურიდანმოთხოვნილიდამიღებულიიქნა: ა) მ. სააკაშვილის შიმშილობასთან, მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან, მის უსაფრთხოებასთან და მკურნალობასთან, მასთან კომუნიკაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია; ბ) სამართლებრივი აქტები, რომლებითაც რეგულირდება პატიმართა შიმშილობის, უსაფრთხოების, ასევე, თანამშრომელთა და პატიმართა უფლება-მოვალეობები; გ) ინფორმაცია№8 და№18 დაწესებულებებში არსებულისატელეკომუნიკაციოსაშუალებების, ასევე, ხელის რადიოსადგურებით განხორციელებული კომუნიკაციის ადამათი ჩანაწერების არსებობის თაობაზე (მოწოდებული ინფორმაციით, ასეთი ჩანაწერები არ არსებობს); დ) ინფორმაცია პატიმართა საკნებში არსებული ტელევიზორების, რადიო ან/და საჯარო ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებების შესახებ; ე) ინფორმაციაგამოძიებისათვისსაინტერესოპერიოდში№18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთასამკურნალოდაწესებულებშიარსებულისამედიცინოაპარატურისადამათიმდგომარეობის, ასევე, „აკად. ნ. ყიფშიძისსახელობისცენტრალურისაუნივერსიტეტოკლინიკიდან“მიღებულიდაშემდგომშიუკანდაბრუნებულიაპარატურისშესახებ; ვ) ინფორმაცია დაწესებულებაშიდასაქმებულისამედიცინომუშაკებისშესახებ; ზ) ინფორმაცია 2021 წლის 8-10 ნოემბერსბრალდებულთა/მსჯავრდებულთამიერჩადენილიდისციპლინურიდარღვევებისადაადმინისტრაციისმხრიდანგანხორციელებულირეაგირებისშესახებ; თ) ინფორმაციაიმთანამშრომლებისშესახებ, რომლებიცმითითებულპერიოდშიასრულებდნენსამსახურებრივმოვალეობას;

სსიპ„საგანგებოსიტუაციებისკოორდინაციისადაგადაუდებელიდახმარებისცენტრიდან“მოთხოვნილიდამიღებულიიქნაინფორმაცია№12 პენიტენციურიდაწესებულებიდან№18 ბრალდებულთადამსჯავრდებულთასამკურნალოდაწესებულებაშიმიხეილსააკაშვილისტრანსპორტირებისპროცესშიმასთანკომუნიკაციაშიმყოფითანამშრომლებისადაიმსატრანსპორტოსაშუალებისშესახებ, რომლითაცგანხორციელდამისიტრანსპორტირება; ასევე, ინფორმაციამიხეილსააკაშვილისგადაყვანასთანდაკავშირებითშედგენილიდოკუმენტაციისადასატრანსპორტოსაშუალების GPS მონაცემებისშესახებ;

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან“ მოთხოვნილი და მიღებული იქნა ინფორმაცია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების კლასიფიკაციისა და ტიპის, ასევე, აღნიშნული დაწესებულების შემოწმების შედეგების შესახებ;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოთხოვნილი და მიღებული იქნა პროტოკოლი შიმშილობის პროცესში პაციენტის მდგომარეობისა და შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პაციენტის კვების აღდგენის შესახებ;

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან მოთხოვნილი და მიღებული იქნა ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებული პირობების შესწავლის შედეგებისა და შემოწმებაში მონაწილე თანამშრომლების შესახებ. ასევე, მიღებული იქნა სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ჩატარებული შემოწმებების შედეგად გაცემული დასკვნები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პალატისა და მიმდებარე დერეფანში დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, რაზეც სამსახურს ეცნობა, რომ ჩამწერ მოწყობილობაზე მოთხოვნილი ჩანაწერები არ ინახება;

სპეციალურიპენიტენციურისამსახურიდან, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, გამოთხოვილი და მიღებულია, გამოძიებისთვისსაინტერესოპერიოდის შემდეგი ჩანაწერები: ა) მიხეილსააკაშვილისგადაადგილებისადა№18 დაწესებულებაშიგანთავსების, აგრეთვე, №12 პენიტენციურიდაწესებულებიდან№18 დაწესებულებაშიტრანსპორტირებისამსახველივიდეოჩანაწერები; ბ) №8 პენიტენციური დაწესებულების პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების იმ საკნებისა და დერეფნების ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც განთავსებულია №18 სამკურნალო დაწესებულების მხარეს; გ) №18 სამკურნალო დაწესებულების იმ საკნების ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც განთავსებული იყო მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი საკნის მხარეს; დ) №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ №402 საკანში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; ე) №8 და №18 დაწესებულებებისეზოსპერიმეტრისვიდეოკამერებისჩანაწერები; ვ) №18 სამკურნალო დაწესებულებაში მ. სააკაშვილის განთავსების პალატის (რეანიმაციის) და მიმდებარე დერეფნის ვიდეოკამერების ჩანაწერები; ზ) სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერისა და მისთვის საათის ჩამორთმევისას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები; თ) №8 პენიტენციური დაწესებულების პატიმართა საცხოვრებელი/სარეჟიმო კორპუსების შიდა დერეფნებისა და №18 სამკურნალო დაწესებულების მხარეს განთავსებული №8 პენიტენციური დაწესებულების  პატიმართა საცხოვრებელი საკნების ვიდეოკამერების, ასევე, №18 სამკურნალო დაწესებულების დერეფნებისა და მიხეილ სააკაშვილის განთავსების №402 საკნის მხარეს განთავსებული საკნების/პალატების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების  ჩანაწერები;

სსიპ„საგანგებოსიტუაციებისკოორდინაციისადაგადაუდებელიდახმარებისცენტრიდან“,სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, გამოთხოვილიიქნაორგანიზაციისკუთვნილირეანომობილისგამოძიებისათვისსაინტერესოპერიოდისვიდეოჩანაწერები; ასევე, 2021 წლის 8 ნოებერს, მიხეილ სააკაშვილის ესკორტირებისას გამოყენებული რეანიმობილის GPS მონაცემები;

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ტელეკომპანიებიდანგამოთხოვილიაგამოძიებისათვისსაინტერესორეპორტაჟები;

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, გამოთხოვილია გამოძიებისთვის საინტერესო პირთა სააბონენტო ნომრების დეტალური ინფორმაცია;

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილია №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები;

სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პალატისა და მიმდებარე დერეფანში დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩამწერი მოწყობილობიდან გამოთხოვილია გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის მოქმედებათა აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის - ,,LOG’’-ების შესახებ ინფორმაცია;

სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია შემდეგი ექსპერტიზები: ა) დანიშნულიასამედიცინოექსპერტიზა, მიხეილ სააკაშვილის სხეულზე დაზიანებების აღწერისა და მათი არსებობის შემთხვევაში, დაზიანების ხარისხისა და ხანდაზმულობის განსაზღვრის მიზნით (სამედიცინოექსპერტიზისდასკვნაამ ეტაპზე მიღებულიარარის); ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა ვიდეოჩანაწერის აღნიშნული მობილური ტელეფონით გადაღების ფაქტის დადგენის მიზნით (ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის);  გ) სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების ამსახველ ვიდეო/აუდიო ჩანაწერებზე დანიშნულია კომპლექსური - ჰაბიტოსკოპიური, (ფონო) ვიდეოსკოპიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური  ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით (ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის); დ) მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა (ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის); ე) მ. სააკაშვილისთვის ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობის განსასაზღვრად დანიშნულია კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა (ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოდან გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით (ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის); ზ) მიხეილ სააკაშვილისგან ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა მათზე ძალადობის კვალის დადგენის მიზნით (მიღებულია ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო  ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ არის).

გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ. ასევე, გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატებს დართო სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. ადვოკატებს შეუფერხებლად ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე. ისინი რამდენჯერმე იყვნენ გამოცხადებულნი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და გაეცნენ როგორც წერილობით მასალებს, ასევე ვიდეოჩანაწერებს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა მიღებული არ არის თითქმის არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა (გარდა ერთისა), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული გამოსაკვლევი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში.