დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცი ვოლოდიმერ ზელენსკი უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. ასევე, ინტერესს იქცევს მისი მეუღლე - ელენა ზელენსკაია.
მედიამ წყვილზე ბევრი არაფერი იცის, თუმცა forumdaily-მ უკრაინის პირველ ლედიზე აქამდე ნაკლებად ცნობილი ფაქტები მოიძია, რომელსაც "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
1. ელენა ზელენსკაიას ქალიშვილობის სახელი კიაშკოა, დაიბადა კრივოი როგში 1978 წელს. ის და მისი მეუღლე თანატოლები არიან, სკოლაში პარალელურ კლასებში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთს სკოლის დამთავრების შემდეგ შეხვდნენ, როცა ორივე პირველი კურსის სტუდენტი იყო (ვოლოდიმირი კრივოი როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, ელენა - კრივოი როგის ტექნიკურ უნივერსიტეტში).
2. ელენა და ვოლოდიმირ ზელენსკი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ალექსანდრა 2004 წელს დაიბადა, ვაჟი კირილე კი - 2013 წელს.
3. ელენა განათლებით არქიტექტორია, მაგრამ პრაქტიკულად თავის სპეციალობით მას არ უმუშავია. ის ქმრის შემოქმედებით ცხოვრებაში თავიდანვე ჩაერთო და სტუდია 95 Quarter-ში სცენარებს წერდა. ელენა ამავე სტუდიოს 0,01%-იან წილს ფლობს.
4. გარდა ამისა, ზელენსკაია ეწევა ბიზნესს სამომხმარებლო ბაზარზე. ელენა 25%-ს ფლობს შპს Zelaari Fish-ში, თევზის გადამამუშავებელ და კონსერვაციის ქარხანაში.
5. როგორც ცნობილია, ელენა ზელენსკაიამ დიდწილად განავითარა მასწავლებლის "გოლობოროდკოს" იმიჯი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, სერიალში "ხალხის მსახური". სწორედ ეს ამ სერიის წყალობით გაჩნდა ვოლოდიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო ნომინაციის იდეა, როლსაც რა თქმა უნდა, დღევანდელი პრეზიდენტი ასრულებდა.
6. ზელენსკაიამ, მისივე აღიარებით, თავიდან არ მოიწონა ქმრის სურვილი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, იგი განზე არ გამდგარა და აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში.
7. ელენა 129,8 და 284 კვ.მ-ის სიდიდის ორ ბინას ფლობს და პარკინგის ადგილს. გარდა ამისა, იგი ფლობს მესამე არასაცხოვრებელ ფართს 337,8 კვადრატული მეტრის ოდენობით. ასევე, ჰყავს ავტომობილი Mercedes-Benz S 500 4Matic.
8. ზელენსკაიას საყვარელი ბრენდირებული აქსესუარებია: Graff-ის სამკაულები, Breguet და Piaget ბრენდის საათები.
9. ელენა ზელენსკაია ამბობს, რომ პირველი ლედის ამპლუაში ის ოჯახურ ტანდემს ქვეყნის ცხოვრებაშიც გაიმეორებს.