სახდეპის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

დარსალია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის, ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.

Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა, დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ "3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე".

როგორც Independence Avenue Media იტყობინება, ტომი პიგოტმა, მათ კითხვაზე პასუხად განაცხადა: "სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს".