„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ - Entrepreneur Georgia
1770321115
ცნობილი მეტაფიზიკოსი გოგა მანია საზოგადოებას, კიდევ ერთხელ, აფრთხილებს. განსაკუთრებით კი, - დასავლეთ საქართველოს, თბილისის და კახეთის მოსახლეობას. რამდენიმე წინასწარმეტყველება გოგა მანიამ "პრაიმ ტაიმთან" ექსკლუზიურად გააკეთა.
"ძალიან ბევრი ტრაგედია ხდება გვირაბებში. რადგან ყველა ადგილს თავისი ენერგია აქვს. მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროებიც საფრთხილოა. ნგრევები ზუსტად იქიდან მოდის. ავტობუსები და მატარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ.
შოვის ტრაგედია ისევ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ეს ისევ შოვში არ მოხდება. ცუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ისევ იქით მხარესაა მოსალოდნელი ტრაგედია.
ასევე ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი. რადგან ეს არის ციკლი, რომელიც სამ წელიწადში ისევ უნდა განმეორდეს. ვხედავ ბენზინგასამართ სადგურის აფეთქებას.
წლების წინ ვთქვი, ვერტმფრენის ჩამოვარდნა და ზუსტად 18 დღეში დატრიალდა ტრაგედია.
ჩემი წინასწარმეტყველების 98 % ახდა.
2026 წელი ეს არის ახალ ფაზაში გადასვლის წელი. ცეცხლოვანი ცხენის წელი რომელიც 60 წელში ერთხელ მოდის. რასაც გავაკეთებთ აუცილებლად ათასმაგად დაგვიბრუნდება. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ სხვის შვილებზე და ხანდაზმულებზე, რა ემოციებსაც მოაგროვებთ წელს ეს იქნება მომავალი 18 წლის გზამკვლევი" - ამბობს გოგა მანია.