საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტი დაიწყო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთშია. მაკა ბოჭორიშვილი კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობაზე გაამახვილეს.

გაიმართა პრესკონფერენცია. მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი , ანითქაბირის მავზოლეუმში იმყოფებოდა, სადაც პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას.