საფრანგეთის საელჩო: შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვა კვლავაც რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ

საფრანგეთის საელჩო

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ.

„საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.