საერთაშორისო დამკვირვებელი ჯონ შიმკუსი: აქ ვართ, რომ დავაკვირდეთ მშვიდობიან არჩევნებს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და კანონიერი

ჯონ შიმკუსი

საერთაშორისო დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან. დენ ტვაინინგი აცხადებს, რომ ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავთ.

„ვამაყობთ, რომ აქ ვართ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას. დავაკვირდით საარჩევნო უბნის გახსნას. ჯგუფები გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცახდა დენ ტვაინინგმა.

საერთაშორისო დამკვირვებელი ჯონ შიმკუსი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც დღევანდელ არჩევნებში გამოიყენება, ილინოისის შტატში დანერგილი ტექნოლოგიების მსგავსია.

„აქ ვართ, რომ დავაკვირდეთ მშვიდობიან არჩევნებს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და კანონიერი. ელექტრონული სისტემები, რომელსაც დღეს დავაკვირდით, ძალიან მსგავსია იმ სისტემებისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ილინოისის შტატში. ასე რომ ჩემთვის პროცესის ყურება ძალიან კომფორტულია“, - აცხადებს ჯონ შიმკუსი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.