კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად უცხოური ქვეყნის საელჩოები და უცხოელი სპიკერები ატარებენ.
ქადაგიშვილის თქმით, ადგილობრივი ოპოზიცია შინაარსს გამოცლილია და მათ პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ.
„სასურველი შედეგის მისაღებად დღეს ხდება უპრეცედენტო რაღაც, როცა საელჩოები და უცხოელი სპიკერები სუვერენულ სახელმწიფოში საარჩევნო კამპანიას ატარებენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ბიულეტენში მათი ნომერი არ იქნება ასახული. დანარჩენი – ქართველ ამომრჩეველზე პირდაპირი ძალადობა მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ინიღბება დემოკრატიის დაცვის მიზნით, აქ დემოკრატიაზე საუბარი არ არის, საუბარია ინტერესების გატარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.