საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო იყო. ძალიან ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი მანქანების მუშაობაზე, ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც იყო ნორმალიზებული, გაკვირვებული ვიყავი - საერთაშორისო დამკვირვებელი ლუპ ბომიე

ლეპ ბომიე

გუშინ მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდით საარჩევნო პროცესს და ვნახეთ, რა ხდებოდა თბილისსა და კახეთში, საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო იყო, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ლუპ ბომიემ.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.

„ყველა უბანზე იყვნენ კომისიების წევრები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივი იყო მწვანე ფორმებით. იყვნენ დამკვირვებლები, რომლები წარმოადგენდნენ პარტიებს, როგორც სამთავრობოს, ისე ოპოზიციურს. იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. მე ასევე მქონდა წვდომა, რომ მარტივად გავსაუბრებოდი ყველას, ვინც უბანზე მუშაობდა და ძალიან საინტერესო საუბრებიც გვქონდა. შესამჩნევი იყო, რომ ადამიანებს გავლილი ჰქონდათ შესაბამისი ტრენინგები, რომ ემუშავათ და შესაბამისად ხმის მიცემის პროცედურა.

ახალი სისტემა გამოიყენა საქართველომ პირველად, რომელთა გამოყენებაზეც ჩატარდა დაკვირვება, მათ შორის ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი მანქანების მუშაობაზე, ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც იყო ნორმალიზებული, გაკვირვებული ვიყავი. ერთსულოვნება იყო ამომრჩევლების და იგრძნობოდა, რომ მათ უნდათ ევროკავშირი“, - განაცხადა ბომიემ.