პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, პირდაპირ ვამბობ-სააკაშილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ასიათასობით ადამიანი“. – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას განაცხადა.
„ფაქტი არის ერთი, რომ ამათ, ჯერჯერობით, ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ და ისევ დავუბრუნდები. კი ბატონო, იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, იმიტომ რომ წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ. სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია, ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას. კბილი კბილისა წილ იქნება, თვალი თვალისა წილ იქნება.
კლავთ ადამიანს? მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, პირდაპირ ვამბობ, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ასიათასობით ადამიანი. დიახ! შუა საუკუნეებში ვართ? ერთი წუთითაც არ ვიხევ უკან – პირდაპირ გეუბნებით. კაცს კლავენ და ლოყებდაბერილი ვოკსი გვეუბნება, თავის თავს დააბრალოსო… აი, ვინ ვის დააბრალებს მერე ვნახავთ” – განაცხადა გიგი უგულავამ.