პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ცნობით, მიმდინარე კვირაში სამი გეომაგნიტური დღეა, ხოლო 16 მაისამდე ყველაზე რთული პერიოდი იწყება, რადგან მზის დაბნელების შემდეგ მოსალოდნელია მთვარის და ჩვენ სწორედ ამ დაბნელებების დერეფნის გავლა გვიწევს.
„კვირა გავყოთ ორ ნაწილად: 5 რიცხვამდე და 5-ის შემდგომ. პირველი ნახევარი კარგია, ხოლო შემდეგ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ხელის შემშლელი ფაქტორი წყალქვეშა დინებები იქნება.
მაისში ყველაზე რთული პერიოდი 5-დან 16 ჩათვლით იქნება, ჩვენ მზის დაბნელება გავიარეთ, 16 მაისს კი მთვარის დაბნელება გვექნება, უკვე დაბნელებების დერეფანში მოვხვდით. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი ახლა, 5 რიცხვამდე უნდა მოგვარდეს.
დღეს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს თევზებიდან ვერძის ზოდიაქოში. ესე იგი, სიყვარული გახდება გაცილებით ვნებიანი, უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, ინიციატივიანი, მოიმატებს კომუნიკაბელურობა, მაგრამ ამ დადებით ტენდენციებთან ერთად მოიმატებს ვერძის ნეგატიური ელემენტებიც - აგრესიულობა, კამათისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, სულსწრაფობა, ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები ურთიერთობებში, ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს.
სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას გეომაგნიტური დღეები იქნება, ვიყოთ ყურადღებით. “ - განაცხადა ცაგარელმა „იმედის დილაში“.