დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ვალერი გელბახიანს უპირისპირდება. განხილვის საგანი გახდა გელბახიანის განცხადება, რომელშიც ადვოკატი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე საბოლოოდ უარს ამბობს და რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველგვარ კავშირს წყვეტს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ამავე პარტიის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა, სააკაშვილს ვალერი გელბახიანის სახით შუამავალი არ სჭირდება და საკუთარ სათქმელს თავად იტყვის.
გოცირიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორდა.
„რატომ უნდა ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაზე „ადვოკატებთან?! ის პოლიტიკაზე არ ლაპარაკობსო, ასე თქვა გუშინ ხაჭაპურიძემ. ასევე, არასწორია, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ ხვდება, როგორ არ ხვდება, როცა მასთან გუბაზ სანიკიძე გუშინ იყო შესული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არის კობა ნაყოფია და მასთან კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შედიან მომავალ კვირასაც.
მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას თვითონ იტყვის და მას ძალიან ბევრჯერ გამოუქვეყნებია პოსტები თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ადვოკატების ინტერპრეტაციით რაღაცის შექმნა არ არის სწორი. შეიძლება, არასწორად გაიგო ან არასწორი ინტერპრეტაციით გითხრათ. სააკაშვილი შუამავლობის ენით არ ლაპარაკობს. მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ გაუწყვეტია“,- განაცხადა გოცირიძემ.
აღსანიშნავია, რომ 8 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს.