პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მათ არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას ესმის და ჰგონია, რომ როცა იქ ჩადის და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანია. მათი განცხადებები ჩვენ ყველამ მოვისმინეთ და ვიცით რაზე ვსაუბრობ, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის. მმართველი გუნდიდან არ მესაუბრებიან, თუ იმიტომ არ მესაუბრებიან, რომ გავაკრიტიკე, მაშინ ალბათ, არასოდეს დამელაპარაკებიან იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არის კრიტიკა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.