დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს წყვეტს, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილის დღის წესრიგში ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვანი აღარ არის.
„მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე. მან მითხრა, ყველა რესურსი მაქვს ამოწურული ქართულ პოლიტიკაშიო. მე მასთან არა ერთხელ მქონდა საუბარი, ის აღარ ხვდება პოლიტიკოსებს, ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე. მან თქვა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ის ნაბიჯიც კი გადავდგი, რომ ჩამოვედი და ციხეში ჩავჯექიო, თუმცა ამ პერიოდში გახდა ავად. ახლა მისთვის პოლიტიკა არანაირ დღის წესრიგს აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა გელბახიანმა.
კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა კავშირს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“? - გელბახიანი გვპასუხობს:
„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ ჩამოშორდა, მასთან კავშირი აღარ აქვს. პარტიას თუ არ ჩამოშორდება, რანაირად იქნება პოლიტიკისგან შორს? მის ტელევიზორში ქართული არხი ჩართული აღარ არის. მას აუგი საკუთარ თანაპარტიელებზე არ უთქვამს. მან თქვა, რომ მე გავაკეთე ის, რაც შემეძლოო“,- განაცხადა გელბახიანმა.
აღსანიშნავია, რომ 8 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს.