სააკაშვილი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს - ჯუანშერ ბურჭულაძე

ბურჭულაძე

ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ ჩვეულებრივი ტერორია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტერორს ახლაც აგრძელებს.

„საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ, იქ ქალბატონებისა და პერსონალის უფლებები არ ირღვევა? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ტერორს. სხვა რომ ანალოგიურად მოიქცეს, ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.