დიპლომატებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთეს

სააკაშვილი

„მიხარია, რომ შიმშილობა შეწყვიტა ჩვენი თხოვნის შესაბამისად, შეშფოთებულები ვართ, რომ ვერ დაესწრო სასამართლოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

„მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს. ფუნდამენტურად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. ის სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.