„რუსთაველის გამზირის გარდა, ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს 3000 ბრძოლის ველი 3000 საარჩევნო უბნის სახით“ - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

„რუსთაველის გამზირის გარდა, ამ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს 3000 ბრძოლის ველი, 3000 საარჩევნო უბნის სახით", - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, სწორედ სხვადასხვა წინააღმდეგობებია გზა, რომელიც ქვეყანას ახლა საპარლამენტო არჩევნებამდე და მისი შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე მიიყვანს.

„რუსთაველის გამზირის გარდა, ამ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს 3000 ბრძოლის ველი, 3000 საარჩევნო უბნის სახით. ყველგან უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა მშვიდობიანად, სტაბილურად, ოღონდ პრინციპულად იმისთვის, რომ არ დავთმოთ არცერთი მისხალი. მხოლოდ ეს გზა დაგვაახლოებს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.