პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტავს, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე არ გამოუყენებია. ამის შესახებ ანდრი კასიანოვმა 18 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან. სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვებზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა". – თქვა ანდრი კასიანოვმა.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა და რუსული სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვიდან ერევანში თბილისის გავლით გაფრინდა.