ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატება დღეს ახალი მუქარა რეფერენდუმი სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ორბელიანების სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს საქართველოსთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
„დიდი იმედი გვაქვს, ეს გააჩენს ყველა მხრივ კიდევ ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი განვითარების კუთხით. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს მჭიდროდ არის დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას ამ კუთხით და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე დამოკიდებულია ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, ამ მშვიდობის დამყარებაზე არის დამყარებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ახალი გეგმები, რომელიც ეხება ამ რეგიონს და მას უქმნის სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას“, - განაცხადა სა;პმე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს და თანამშრომლობის გაზრდის დიდ პოტენციალს სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში.
„ეს არის სფეროები, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზე შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ორივე ქვეყნის მაღალ ინტერესს წარმოდგენს და ერთობლივად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
აღვნიშნეთ რა საქართველოში შექმნილი ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა და ენა, ამავე დროს შეძლონ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში. ამ კუთხით ძალისხმევა არ შენელდება. სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება ამ ქვეყნაში მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ პირობებზე და წარმოდგენს პოზიტიურ მაგალითს კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, ჩვენს ორივე ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ურთიერთმეგობრობის კიდევ უფრო გამყარება მომავალი საუკუნეების მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.