ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! - მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი
1761248745
ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე საუბარი ემოციურად მძიმეა, ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი გამოძიებასთან სრულად რომ თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.
„იმედია, გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად გვექნება საშუალება, დეტალები მოვისმინოთ. მოვისმინეთ, რომ ყოფილი პრემიერი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. ფაქტი ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად. ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები. სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ევროპაშიც ხდება. მთავარია, რეალურად დაიწყო მკვეთი ნებიჯების გადადგმა ასეთი საკითხების მხილების მიმართულებით“, – განაცხადა ბითაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.