„გადავწყვიტე!...“ - შაქრო კალაშოვის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1760817913
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.
თავად ღარიბაშვილს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.