პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს. მთავარი, რატომაც ეს ხდება, არის ის, რომ რესურსებისგან იცლება. წინ პრაქტიკულად ვერ იწევს და რომც აიღოს მარიუპოლი, ეს არაფერს შეცვლის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თუ თავდასხმები რუსეთიდან იქნება, ნატოს წევრები ჯარებით 24 საათში დაეხმარებიან.
„ამ დროს კი, უკრაინის რესურსები ულევია, რადგან მის უკან მთელი დასავლეთი დგას. ჩინეთმა კი უარი თქვა რუსეთის დახმარებაზე. რაც შეეხება უკრაინის "ნეიტრალიტეტის" საკითხს. ზელენსკის და უკრაინის მოდელი, ყველაფერია, ნეიტრალიტეტის გარდა. ზელენსკი მკაფიოდ აყალიბებს მთავარ ამოცანებს:
თუ თავდასხმები იქნება რუსეთიდან, ნატოს წევრები ჯარებით 24 საათში დაეხმარებიან.
გარანტირებული იქნება უკრაინის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება.
ცხადია, უმთავრესი და სავალდებულო წინაპირობაა უკრაინის დეოკუპაცია. გავმეორდები, ეს ყველაფერია, რუსული პროპაგანდის მიერ შემოგდებული ნეიტრალიტეტის იდეის გარდა. ესაა უკრაინის გამარჯვება და მისი უსაფრთხო და ნათელი მომავალი ევროკავშირში. შესაძლებლობების ფანჯარა ახლა ჩვენთვისაც ღიაა და ამ მიზნებს ჩვენც უნდა მივაღწიოთ! ხოლო ის, რაც ამ გზაზე ხელს გვიშლის, გზიდან უნდა გავწიოთ,“ - წერ მიხეილ სააკაშვილი.