"რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს და გლობალურ კრიზისზე ის სრულად პასუხისმგებელია" - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება და ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება იყო.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით შარლ მიშელი გამოვიდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, კრემლი საკვებს იარაღად იყენებს და გლობალურ კრიზისზე რუსეთი სრულად პასუხისმგებელია.

"ჩვენ გავხდით რუსი სამხედროების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულებების მომსწრე, წამებისა და ძალადობის . ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები სამარცხვინო ომში . ეს კი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. რუსეთი ფედერაციავ, მოდით გულწრფელი ვიყოთ, კრემლი საკვებს იარაღად იყენებს. რუსეთის ომის დრამატული შედეგების კვალი მთელ მსოფლიოში აისახება. იზრდება ფასები საკვებზე და ადამიანები შიმშილის პირისპირ დგანან. გლობალური საკვების კრიზისზე რუსეთი სრულად პასუხისმგებელია. პასუხისმგებელია თავის ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე. ოდესაში მილიონობით ტონა მარცვულეულიბლოკადაშია , რუსეთის ომის მანქანის გამო. რუსეთის სამიზნე ქარხნები და მარცვლეულის საწყობებია. იპარავენ პროდუქციას და ბრალს სხვას სდებენ. ეს ლაჩრობაა და პროპაგანდის ნაწილი. რუსეთის ელჩს შეუძლია გავიდეს და დატოვოს ოთახი. სიმართლის არ მოსმენა ხომ ასე მარტივია" - განაცხადა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ლუგარის ლაბორატორია ვირუსის ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობს - საუბარია გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს

👉 ,,სანამ გაიაზრებს, რომ დედიკო არა ვარ, დაე, დამიძახოს” – ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ

👉 როგორ მიულოცა მეუღლემ ნინო ჩხეიძეს დაბადების დღე

👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“

👉 რა რეაქცია მოჰყვა უცხოელებში ერთ-ერთ ცნობილ გვერდზე თეთრი და შავი არაგვის ფოტოს გამოქვეყნებას

👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა

👉 „გაწვალდა საწყალი, შეუძლებელი გავაკეთეთ“ - თემურ ჩხეიძე სავარაუდოდ სეფსისით გარდაიცვალა