1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში არჩევნების გვერდისავლით მოსვლის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა“, - განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო, არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებით, დიპლომატიური სივრციდან გავიდა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ის არჩევნების გვერდისავლით ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ ბოროტ განზრახვასა და რევოლუციურ სცენარს, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ქართველ ხალხში ამ სცენარს მხარდაჭერა არა აქვს. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა. როდესაც საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ამით დიპლომატიური სივრციდან გავიდა. ეს მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო მისიამ და დამკვირვებელმა ცნო და აღიარა, რაღაც დროის შემდეგ კი ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ეჭვქვეშ დააყენა“, - აღნიშნავს დავით მაღრაძე.