რეზოლუციას, დაახლოებით, ორ თვეში დაუჭირეს მხარი, რომელშიც საქართველო დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში - ალუდა ღუდუშაური "ნაცმოძრაობაზე"

ალუდა ღუდუშაური

რეზოლუციას დაახლოებით ორ თვეში დაუჭირეს მხარი, რომელშიც პირდაპირ საქართველო, ანუ მათი ქვეყანა დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა 2008 წლის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მხარი დაუჭირეს.

"რეზოლუციას დაახლოებით 2 თვეში მოაწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს, რომელშიც პირდაპირ საქართველო, ანუ მათი ქვეყანა დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში. მათი ქვეყნის ამაყი, თავდადებული, ღირსეული სამხედროები არიან აგრესიული ომის წარმოებაში დადანაშაულებულები. ნებისმიერი ახსნა, რომელიც ამის საპირწონე თითქოსდა იქნება, არის ნულის ტოლი, რადგან ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცის მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველო, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ იცავდა თავს და საქართველო არ არის აგრესორი," - აღნიშნა ღუდუშაურმა.