რეზერვების შევსების პოლიტიკას რომ ნახავენ, იმედია ყველა მოიბოდიშებს, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე - გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

"ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას", - აცხადებს "ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ის ადამიანები აზიანებენ ლარს, რომლებიც სპეკულაციურად საუბრობენ.

"თუ არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა და როგორც ეკონომისტები ვამბობთ ხოლმე, თუ სხვა თანაბარ პირობებში ყველაფერი წესრიგში იყო, ლარს საფრთხე ამ ნაწილში არ ემუქრება. ძალიან საინტერესოა, როდესაც საუბარია ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ რეზერვები როდესაც იხარჯება, ამით ხელოვნურად ხდება ლარის კურსის დაჭერა, არცერთ შემთხვევაში ლარის კურსის დაჭერა ხელოვნურად არ ხდება. აქ არანაირ კავშირში არ არის ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერასთან საქმე, იმიტომ, რომ ერთი მარტივი პრინციპია აქ, როდესაც ხდება შეძენა ამ შემთხვევაში რეზერვების, ფაქტია, ლარის კურსი ხელოვნურად ვერ იქნება დაჭერილი. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ სპეკულაციურად საუბრობენ, ისინი აზიანებენ ამ შემთხვევაში ლარს და ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.