რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
დანიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მან საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში მემარცხენე ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიღწეული შეთანხმება ფრედერიქსენს აძლევს შესაძლებლობას ზედიზედ მესამე ვადით დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
„ვიმყოფებოდი მის უდიდებულესობა მეფესთან და ვუთხარი, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობა ჩამოყალიბდება“, - ციტირებს Reuters-ი ფრედერიქსენს.
მეტე ფრედერიქსენი დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.