პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რესპუბლიკური საავადმყოფოს არც რთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საავადმყოფოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.