დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
გურული ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ჟორა ბაბუაზე წერს, რომელიც მისი პოზიტიური ვიდეოების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.
სიცოცხლით, იუმორით, ხალისით სავსე ჟორა ბაბუა ბევრს დაამახსოვრდება. გივიკომ განსაკუთრებული სიყვარული გადმოსცა ამ პიროვნების მიმართ და მოახერხა და ყველას შეაყვარა მოხუცი ბებია ბებუები გურიიდან თუ სხვადასხვა რაიონიდან.
„წერა მიჭირს. გული მტკივა და სული მეწვის, მაგრამ ვფიქრობ, უფლება არ მაქვს, რომ ეს არ გითხრათ. დიდ სიხარულს თან დიდი მწუხარება მოჰყვა. იმედი მქონდა, ოჯახს და სამეზობლოს ჯანმრთელი დაუბრუნდებოდა ჩემი ძვირფასი ადამიანი. კაცი, რომელიც მთელს საქართველოს თუ არა, ნახევარზე მეტს მაინც შეუყვარდა. 91 წლის ასაკში ჩემი ჟორა ბაბუა გარდაიცვალა. ხშირად გაგიხსენებ დიდი სიყვარულით, მე ხომ უამრავ შენს თბილ კადრს ვინახავ“, - წერს გივიკო დიდია.