1732386875
ახალი დეტალები ტყიბულში გაუჩინარებული ბიჭის შესახებ, რომელსაც მეათე დღეა ეძებენ
ტყიბულში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ახალ დეტალებს ასაჯაროებენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
ილიას უკვე მეათე დღეა ეძებენ, თუმცა არანაირი სიახლე არ არის:
“ილია გაუჩინარდა 17 მარტის გამთენიისას: ის წავიდა სახლიდან ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა.
გახდა ცნობილი, რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვარაუდით, ის წავიდა დილის რიჟრაჟის გადასაღებად წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებას. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.17 მარტის შემდგომ რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.
გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში.
ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, მომწეროთ პირად გვერდზე ან დაუკავშირდეთ პოლიციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი.“ - ავრცელებს თათია კასრაშვილი.