რეგიონებში არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს - ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში უბნებზე ინვენტარს ანაწილებენ

არჩევნები

რეგიონებში არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში უბნებზე ინვენტარს ანაწილებენ. შესაბამისი პროცედურები უსაფრთხოების ნორმების დაცვით ტარდება. ხდება ელექტრონული აპარატურის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადატანა.

დღის ბოლომდე ყველა უბანი აღიჭურვება. ზუგდიდში 117 347 ამომრჩეველი, 70 უბანზეა გადანაწილებული, მათგან ელექტრონულად მოქალაქეები ხმას 62 უბანზე მისცემენ, დანარჩენ 8 უბანზე არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება.