ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე თუ მისი გადაყვანა არ მოხდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
ამასთან, ბრეგაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
"კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, გუშინდელი განცხადების თანახმად პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდადებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. რაც საბოლოო ჯამში მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს," - აცხადებს რატი ბრეგაძე.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232