რატომ არ უთახმებენ ექსპრეზიდენტს, ენმ-ში განხორციელებულ ცვლილებებს  - რას ამბობს მაია ორჯონიკიძე 

ნაციონალური მოძღაობა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული მაია ორჯონიკიძე პარტიაში განხორციელებულ რეორგანიზაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ჩაფიქრებული ენმ-ის „რეორგანიზაცია“ სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძველი, მიშას ერთგული კადრების ჩანაცვლებას მელიას მიმართ ლოიალური კადრებით. ამიტომ არ უთანხმებენ მიშას”, – დაწერა ორჯონიკიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. ამასთან, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.