ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც მედიასთან გამოჩენილა.
უდუმაშვილი პოლიტიკისგან მას შემდეგ დისტანცირდა, რაც პარტიის გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს.
უკავშირდება თუ არა უდუმაშვილის პასიურობა პარტიის მიმართ მის განაწყენებას და ხომ არ აპირებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ამ კითხვებზე ოპოზიციონერმა „პრაიმტაიმს“ უპასუხა:
„ამის მიზეზი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია, პირადი საქმეები მქონდა და მალე გამოვჩნდები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დამიტოვებია და იქიდან წამოსვლასაც არ ვაპირებ. პარტიაში კონფლიქტი არ მქონია, პოლიტიკაში ისევ აქტიურად ვიქნები ჩართული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ზაალ უდუმაშვილმა რამდენიმე თვის წინ დატოვა და მისი ადგილი პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაიკავა.