VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
„ფორმალურად საქმე გვაქვს უფრო იმასთან, რომ თავად უკრაინის პრეზიდენტი თავისი ელჩის მუშაობით იყო უკმაყოფილო. აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა. საქართველომ მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმო რუსული აგრესია ყველა იმ საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ეს პოზიცია მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ დააფიქსირა. საქართველო ვერავის ვერ მიაწვდის იარაღს, რადგან ასეთი იარაღი მას თავად არ აქვს და მეორე, იარაღის მიწოდება აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა და ვხედავთ, ნატოც და აშშ-ც, როგორ შერჩევითად აკეთებს ამას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.