დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის ცნობით, გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ლეტალური იარაღის გაგზავნას გეგმავს - ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, რომ ის ლეტალურ იარაღს უკრაინას რუსეთის მუქარის და ქმედებების საპირისპიროდ გაუგზავნის.
გაერთიანებული სამეფო დამატებით, „უფრო მომაკვდინებელ“ თავდაცვით იარაღს აგზავნის, რადგან პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კაბინეტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი შეეცდებოდა „დანის გალესვას“.
ამიტომ, ბრიტანეთი უკრაინელებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მოქალაქეების და მიწების დაცვა გააგრძელონ.
ჯონსონმა უკრაინის მთავარი თავდაცვის „მხარდაჭერის პაკეტი“ NATO-სა და G7-ის ლიდერების შეხვედრებზეც ისაუბრა.
დიდი ბრიტანეთი ასევე 6 000 ახალ თავდაცვით რაკეტას და 25 მილიონ ფუნტს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გზავნის.
ბრიუსელში ლიდერებმა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა განიხილეს, რათა უკრაინის არმია რუსეთის წინააღმდეგ გააძლიეროს.
გაერთიანებული სამეფოს ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ძალების წინააღმდეგ ტრადიციულ სახმელეთო საბრძოლო როლებს მიმართავს.
გაერთიანებული სამეფო ახლა, გეგმავს გააორმაგოს თავდაცვითი ლეტალური დახმარების გაწევა, რომლის ფარგლებშიც 10 000-ზე მეტ რაკეტას მიაწვდიან.
ის ასევე გააფართოებს 400 მილიონი ფუნტის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარების პაკეტს.